ფინანსები
24/05/2022

ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება დაიწყო

სპეციალისტების მოლოდინის შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება დაიწყო.

სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მლნ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689  შეადგინა.

პანდემიის გამო, ცენტრალური ბანკი სავალუტო აუქციონზე აქტიურად იყო წარმოდგენილი. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა, 2021 წელს კი 332.9 მლნ დოლარი. წელს კი ბოლო ინტერვენცია მარტში განხორციელდა და ბაზარს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა.

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები აპრილში 17-თვიან მინიმუმზე იყო. ქვეყანა 3,83 მლრდ დოლარამდე სარეზერვო აქტივებს ფლობს. მაჩვენებელი მარტთან შედარებით 204 მლნ დოლარით არის შემცირებული.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მყისიერად მყარდება, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.86 ლარად ივაჭრება.

თუმცა როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკა ადასტურებს, მცირე დოზებით რეზერვებს ივსებდა, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, სებ-ი Bmatch პლატფორმაზე 2-3 თვეა ვალუტას უკვე ყიდულობს.

მაგალითად, იანვარ-მარტში სებ-ს $13 მლნ-ზე მეტი აქვს შესყიდული.

Businesspartner