ფინანსები
07/12/2021

EIB და EBRD: სებ-ის გატარებული მონეტარული პოლიტიკით ინფლაციაზე კონტროლი შენარჩუნდა

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის საშუალებით, ინფლაციაზე კონტროლი შენარჩუნდა, რამაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცენტრალური ბანკის სანდოობა გაზარდა.

"ეროვნულმა ბანკმა, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შესამჩნევად განავითარა და გაათანამედროვა ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ლარის ლიკვიდობაზე უკეთესს წვდომას".

ანგარიშის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა, შესაძლო რისკების შესამცირებლად, ბანკებს უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ სესხებზე რისკის მიხედვით უფრო მაღალი შეწონვა დაუდგინა და ჯერ კიდევ პანდემიამდე, დაკრედიტების უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუწესა. ეს ინსტრუმენტები, შესაძლოა,  COVID-19-ის კრიზისის უარყოფითი გავლენის შემსუბუქების ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდეს.

"ეროვნული ბანკის შემაკავებული ღონისძიებებისა და "ლარიზაციის" პროგრამის განხორციელების შედეგად, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების 56.1% და მთლიანი დეპოზიტების 60% დენომინირებული იყო უცხოური ვალუტით. მაჩვენებლები, 2015-2016 წლების პიკთან შედარებით, შემცირებულია. გატარებული ღონისძიებების შედეგები უფრო თვალსაჩინოა ბანკების საბალანსო უწყისების აქტივების მხარეს, სადაც ჩანს, რომ 2015 წლის შემდეგ ლარით დენომინირებული სესხები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თუმცა, ბიზნესისა და შინამეურნეობების ეროვნული ვალუტით განთავსებული ანაბრების წილიც 2020 წელს 2015 წელთან შედარებით ზრდას აჩვენებს", - აღნიშნულია ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს უფრო მდგრადი TIBR ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსის შემოღებამ და რეპო გარიგებების ჩარჩო შეთანხმებამ ხელი შეუწყო ბანკთაშორის ბაზრებზე ლიკვიდობის განვითარებას და საპროცენტო განაკვეთების მოკლევადიანი რყევები შეამცირა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020