ფინანსები
14/12/2020

“დღეს ფიზიკური პირების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58%-ს შეადგენს“ - კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  კობა გვენეტაძემ ლარიზაციის რეფორმის დაწყებაზე და მის შედეგებზე პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ოთხეულში სტუმრობისას ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2016 წლის ბოლოს, უცხოურ ვალუტაში  მსესხებლების რაოდენობა ქვეყანაში 176 000-ს შეადგენდა, საუბარია ფიზიკურ პირებზე, დღეს კი  ეს მაჩვენებელი 76 000-ია.ანუ 100 000-ით არის შემცირებული.

დღესდღეობით ფიზიკური პირების დოლარიზაციის კოეფიციენტი  ოქტომბრის თვის მონაცემებით ისტორიულად ყველაზე მაღალი, 58%-ია, როცა მაშინ 16 პროცენტული პუნქტით მაღალი იყო.

„ეს ნიშნავს იმას, რომ 100 000-ზე მეტ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ კურსის გაუფასურება მოხდა,  20%-ით არ შეუმცირდა განკარგვადი შემოსავალი, არ შექმნეს დამატებითი დაწოლა ლარის კურსზე, რადაგანაც მათ რომ დოლარში ჰქონოდათ სესხები, კიდევ უფრო მეტ დოლარს მოითოვდნენ. მათ განკარგვადი შემოსავალი დარჩათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი თვითონ დაეხმარებიან ეკონომიკას. დაბალი დოლარიზაცია მხოლოდ ამ ხალხს კი არ ეხმარება, უკვე ეკონომიკასაც ეხმარება“-აცხადებს გვენეტაძე.

კითხვაზე, რომ არა კოვიდ პანდემია, იქნებოდა თუ არა ის რიცხვები და შედეგები  უფრო ხელშესახები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაჩვენებელი ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, რადგან როდესაც შოკის დროს ხდება ლარის გაუფასურება, ადგილი აქვს დოლარიზაციის გაზრდას, თუმცა, მას შემდეგ, როდესაც ზომები იქნება მიღებული და ბიზნესი, საზოგადოება  და უცხოელი ინვესტორები დარწმუნდებიან, რომ მიმართულება სწორია, ისევ მცირდება დოლარიზაცია.

„დოლარიზაციის  ნაწილში თარგეთი ინფლაციისგან განსხვავებით  არ გვაქვს, რადგან დედოლარიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი. ეს შეიძლება იყოს 10-12 წლიანი პროცესი  და ეს  არცერთ შემთხვეავში არ უნდა დაჩქარდეს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პროცესი იყოს ბიზნესთან მეგობრული“-აცხადებს გვენეტაძე.