ფინანსები
24/06/2021

Cryptal-ის დახმარებით Nexia TA გადახდებს ბიტკოინში მიიღებს 

საერთაშორისო კრიპტო ბირჟა - Cryptal  ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს  გადახდები კრიპტოვალუტებით მიიღონ.ბირჟის ახალი პარტნიორია Nexia TA, რომლის მომხმარებლებიც დღეიდან მომსახურების საფასურის გადახდას ბიტკოინით შეძლებენ.

Cryptal- ის კორპორატიული მიმართულების მთავარი იდეა კომპანიებისა და მათი მომხმარებლებისთვის ციფრული ვალუტებით ოპერაციების წარმოების ხელშეწყობაა.  

მსოფლიოს მასშტაბით 1500-მდე კომპანია იღებს გადახდებს ბიტკოინში ან სხვა კრიპტოვალუტებში, მათ შორის, ფინტექ კომპანიები, სამხატვრო გალერეები და ტურისტული სააგენტოები.  საქართველოში არსებული ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემო განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ბიზნესის  აქ წარმოებას და ასევე,  ციფრული ვალუტების ჩართვას ყოველდღიურ ოპერაციებში.   

Cryptal-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხვიჩა კოპინაძე აღნიშნავს, „მსოფლიოში დღითი-დღე იზრდება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენების  პოპულარობა. კრიპტოვალუტების უკან მდგომი ტექნოლოგიები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს უფრო ეფექტურსა და უსაფრთხოს ხდიან. Cryptal- ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართულ ეკონომიკაში კრიპტო ეკოსისტემის განვითარება და ასევე, მისი ფართო გამოყენების ხელშეწყობაა. მოხარულები ვართ, რომ რომ Nexia TA -სთან პარტნიორობით, ამ მიზნისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. “

„Nexia TA-ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა თანამედროვე და ინოვაციური ინსტრუმენტების ათვისების გზით კლიენტებისთვის რთული მოცემულობების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ ქართულ აუდიტორულ და საკონსულტაციო ბაზარზე ჩვენ ვიქნებით პირველი კომპანია, რომელიც თავის კლიენტებს საშუალებას აძლევს ანგარიშსწორება სწრაფად და მარტივად მოახდინონ ბიტკოინებში“ - ამბობს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი.

Nexia TA- ს შესახებ

Nexia TA წარმოდგენს Nexia International -ის, დამოუკიდებელი სააღრიცხვო და საკონსულტაციო კომპანიების წამყვანი გლობალური ქსელის ქართულ წარმომადგენლობას.

Cryptal- ის შესახებ

კრიპტალი წარმოადგენს საერთაშორისო კრიპტო ბირჟას, რომელიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობას ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის.  Cryptal-ის მშობელი კომპანია, CryptX ჯგუფი 2017 წლიდან ქმნის საერთაშორისო დონის ბლოკჩეინ და ფინტექ პროდუქტებს.