ფინანსები
07/10/2021

Bmatch-ზე ახალი მოვაჭრეები შედიან

Bmatch-ზე იანვარ-სექტემბერში ბანკებმა 0,5 მლრდ აშშ დოლარის გარიგებები დადეს. 

მთლიანად მისოების და არასაფინანსო კომპანიების გარიგებების ჩათვლით კი ნავაჭრის მოცულობა $0.702 მლრდ-ია, ამაში შედის სებ-ის ბანკებთან ნავაჭრიც, რომელიც დიდი მოცულობის არ არის.

ივნის-სექტემბრის პერიოდში Bmatch ტრანზაქციები 2.2-ჯერ არის გაზრდილი (01.06.2021 - $340 მლნ) და სებ-ი უფრო ზრდას ელის იმის გათვალისწინებით, რომ 3 არასაფინანსო კომპანია ემატება, მათ შორის 1 საერთაშორისო ფონდი და 2 კომპანია (ამ დროისათვის 3 ვაჭრობს, აქედან 1 ფონდი და 2 კომპანია).

სავალუტო ბაზრის მოცულობა აგვისტოში, $0.637 მლრდ-ზე მეტით არის შემცირებული.

ივლისში სებ-ს Bmatch პლატფორმით, თუ მიწოდებული აქვს 4 მლნ დოლარამდე, აგვისტოში ამოღებული აქვს 200 000 დოლარი. სექტემბერში კი ბანკთაშორის ვაჭრობებში სებ-ი არ ჩარეულა.

BMatch-ზე  ვაჭრობაში, როგორც იცით, სებ-ის მაშინ ერევა, როცა კურსის რყევისას ბაზარზე მოკლევადიანი საფრთხები ჩნდება. სებ-ი ბანკებისგან დოლარს ყიდულობს, როცა ლარი ზედმეტად მყარდება და ყიდის როცა კურსი ლარის ზედმეტად გაუფასურებით არის გადახრილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022