ბანკებმა ფიზიკური პირების სავალუტო ანაბრებზე სარგებელი შეამცირეს
დოლარსა და ევროში ბანკებმა ფიზიკური პირების ანაბრებზე სარგებელი, შეამცირეს. საქართველოს ბანკი დეპოზიტარს აშშ დოლარში წლიურ 1.25% სარგებელს, თიბისი, კი 1.35%-ს სთავაზობს. ევროსა და ფუნტში ორივე სისტემური ბანკის შეთავაზება 0.45% და 1.1%-ია.
საქართველოს ბანკმა სარგებელი თებერვლის ბოლოს შეამცირა, თიბისიმ 2 ეტაპად იანვრის ბოლოს და მარტის დასაწყისში.
ბანკები განაკვეთების დაწევას უცხოურ ვალუტაში მაღალ ლიკვიდობას უკავშირებენ. ერთ-ერთ მიზეზად 2020-ში აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის შერბილებასაც ასახელებენ, რაც საქართველოს, პანდემიის მე-3 ტალღის მიჯნაზე გადმოეცა.
ბანკირები ლარის $1/₾3.38 გაუფასურებამდე, კიდევ ერთ მიზეზზე აცხადებდნენ, სავალუტო დაკრედიტების ₾200 000 ზღვრულ შეზღუდვაზე. თუმცა ლარი ისე გაუფასურდა, რომ სავალუტო მსესხებელს დაბალი პროცენტი აღარ ხიბლავს და არჩევანს მაინც ლარში გაძვირებულ სესხზე აკეთებს.
01.03.2021
|
მლრდ ₾ |
თიბისი ბანკი |
7.513 |
საქართველოს ბანკი |
7.521 |
ლიბერთი ბანკი |
1,240 |
ვითიბი ბანკი |
0.667 |
წყარო: კომერციული ბანკები
საცალო ანაბრების 79.9% (₾18.8 მლრდ) 2 ბანკშია.