ფინანსები
21/10/2021

ბანკებმა 9 თვე რეკორდული მოგებით დაასრულეს

კომერციული ბანკები რეკორდულ წმინდა მოგებას აგენერირებენ.

14 ბანკის ჯამური მოგება 9 თვეში 1.64 მლრდ ლარია. გასულ წელს კი, პანდემიის გამო შექმნილი რეზერვების ფონზე, საბანკო სექტორს 252 მილიონიანი ზარალი ჰქონდა. მოგება 2.5-ჯერ აღემატება პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს.

ბანკებს გაეზარდათ შემოსავლებიც - 4.4 მლრდ ლარამდე. რაც შეეხება ხარჯებს - ის მხოლოდ 2.6 მილიარდია. მათ შორის დეპოზიტებზე გაწეული ხარჯი 959 მილიონ ლარს უდრის.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“ მიიჩნევენ, რომ სექტორი შედარებით მარტივად ადაპტირდა არსებულ ვითარებასთან, კრიზისის შენელებისა და უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების ფონზე კი, საბანკო დაკრედიტება ფინანსებთან წვდომის მნიშვნელოვანი წყაროა.