ბანკების რეიტინგი აქტივებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით
ბანკებს მაისში აქტივები შეუმცირდა 1.58 მლრდ-ით (-2.7%m.m) 57.09 მლრდ ლარამდე.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.57 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 11.5%-ია. ბანკების საზედამხედველო კაპიტალი კი 9 მლრდ ლარს აღემატება.
2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 1 ქართული (ქართუ ბანკი ) და 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მათ შორის ყოფილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინკა", რომელმაც ბაზრიდან გასვლაზე და აქტივების "კრედოსთვის" მიყიდვაზე განაცხადა. პანდემიამდეც გადიოდა, თუმცა მისო "კრისტალთან" საბოლოოდ გარიგება არ შედგა.
ბანკების რეიტინგი აქტივების და საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით /01.06.2021/
N | ბანკი | მლნ ₾ | მლნ ₾ |
1 | თიბისი ბანკი | 21,805,011 | 3,417,810 |
2 | საქართველოს ბანკი | 20,583,936 | 3,193,895 |
3 | ლიბერთი ბანკი | 2,785,219 | 315,412 |
4 | ვითიბი ბანკი | 2,134,912 | 305,430 |
5 | პროკრედიტ ბანკი | 1,870,352 | 268,866 |
6 | ბაზისბანკი | 1,642,161 | 278,245 |
7 | ქართუ ბანკი |
1,395,000 |
376 245 |
წყარო: კომერციული ბანკები