 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ბანკები 2024-ის ბიუჯეტში ნახევარ მილიარდზე მეტს შეიტანენ
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 300 მლნ ლარს აღემატება. ბანკები ამ წლის მოგების გადასახადს უკვე გაზრდილი, 20%-იანი განაკვეთით ისტუმრებენ. მანამდე არსებული 15%-ის ნაცვლად. ამას ემატება IFRS-ის ეფექტიც.
GAAP -იდან (ანგარიშგება NBG-ის მეთოდოლოგიით, Q3/2023-მდე მოქმედი) IFRS-ზე (ანგარიშგების საერთაშორისო მეთოდოლოგია) გადასვლით სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა, შესაბამისად გადასახადიც.
მოგება გაზარდა ნამეტი რეზერვების გამოთავისუფლებამ: სესხების დანაკარგებისთვის GAAP-ით თუ სექტორი 1.8 მლრდ ლარს არეზერვებდა (H1/2023-ის მდგომარეობით), IFRS-ით მოუწია ₾950 და მეტობა ბანკების წმინდა მოგებაში აისახა.
საბანკო სექტორის მოგების გადასახადი თვეების მიხედვით
| 2023 | Qმლნ3/2023 | |
| იანვარი | 33 მლნ | ₾ | 
| თებერვალი | 26 მლნ | ₾ | 
| მარტი | 40 მლნ | ₾ | 
| აპრილი | 33 მლნ | ₾ | 
| მაისი | 45 მლნ | ₾ | 
| ივნისი | 39 მლნ | ₾ | 
წყარო: სებ-ი
* მოგების გადახდის ვალდებულება წელში 4-ჯერ დგება, თუმცა ვადამდეც შესაძლებელია. საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2023 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2024 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) მოგების გადასახადი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12 უნდა გასტუმრდეს.

 
                         
                            