არჩილ გაჩეჩილაძე: ლარის სტაბილურობის შემთხვევაში დეპოზიტარები უპირატესობას მას მიანიჭებენ
საქართველოს ბანკში ფიქრობენ, რომ საშუალო ვადაში, დეპოზიტების ლარში შენახვა მომგებიანი იქნება.
როგორც ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეროვნული ვალუტის სტაილურობა, მით უფრო მეტი ადამიანი აირჩევს ლარს, როგორც შესანახ ვალუტას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სიმყარეზე.
„დღეს როგორი განსხვავებაც არის დოლარსა და ლარს შორის შესანახ განაკვეთებში, ესეთი განსხვავება ისტორიაში ალბათ 90-იან წლებში იყო. ასე რომ, მგონია, ჩვენი დეპოზიტარები უფრო მოგებულები იქნებიან საშუალო ვადაში ლარის დეპოზიტის შენახვის შემთხვევაში, რაც არ იყო ესე რამდენიმე წლის განმავლობაში. პატარა რყევები იქნება, მაგრამ აშკარა არის, რომ ეს განსხვავება საპროცენტო განაკვეთებში ძალიან მიმზიდველი შეიძლება იყოს ჩვენი დეპოზიტარებისთვის,“ - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.