ენერგეტიკა
17/11/2020

საქართველოს გავლით ევროპაში გაზის მიწოდება იწყება - ქვეყანა ენერგეტიკულ რუკაზე

„ტრანსადრიატიკული მილსადენი“ ბუნებრივი აირის კომერციული გატარებისთვის მზად არის. გაზსადენების სისტემა უკვე დაუკავშირდა იტალიური კომპანია Snam-ის ქსელს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის “ ბოლო კომპონენტია, ის არის ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და TANAP-ის გაგრძელება. ამ მილსადენმა ევროპაში წლიურად 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა მოახდინოს, მისი სიმძლავრე  კი ამ მოცულობის გაორმაგების საშუალებას იძლევა.

პირველი სამიზნე ბაზრები საბერძნეთი, ბულგარეთი და იტალიაა.

პროექტის დასრულებით სარგებელს იღებს საქართველოც, კომერციული სარგებლის გარდა, ეს პროექტი ქვეყანას, მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე აყენებს. ამასთან, საქართველო გატარებული გაზის სანაცვლოდ დამატებით ასობით მილიონი კუბ.მეტრი ბუნებრივი აირის შეღავათიან ფასად შეძენას შეძლებს.

"დღემდე საქართველო მხოლოდ თურქეთს გაზს აწვდიდა ტრანზიტით, ასევე რუსულ გაზს ქვეყანა აწვდიდა სომხეთს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი ღერძი იყო რეგიონული, ამდენად საქართველო რეგიონული მოთამაშიდან გახდა საერთაშორისო, გლობალური მოთამაშე. საქართველო გახდა გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ქვეყანა, რადგანაც ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო სისტემა ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - ამბობს ენერგეტიკული საკითხებში ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022