ენერგეტიკა
22/12/2020

IDFI: ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის დონეს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება

ელექტროენერგიის მოხმარება 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება 2019 წლის დონეს, -  პროგნოზს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აკეთებს.

ორგანიზაციამ ენერგოსექტორი მიმოიხილა, სადაც აღნიშნულია, რომ  ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და ელ. ენერგიის მოხმარების ზრდას შორის (აფხაზეთის გამოკლებით) 80%-ს აღწევს.

2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 11%-ით მცირდება, მაშინ როცა რეალური მშპ-ს შემცირება მოსალოდნელია -6%-მდე აღნიშნულ პერიოდში.  

2021-2025 წლებში, მოსალოდნელია,  მოხმარება საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს, გენერაციის 4.8%-ით ზრდის ფონზე და 2019 წლის დაბალი გენერაციის გათვალისწინებით.

პროგნოზით ამ პერიოდში  ელექტროენერგიის დეფიციტი 7.5%-ით გაიზრდება აღნიშნულ პერიოდში და 1.9 ტვტ. სთ. მიაღწევს 2025 წელს.

ენგურჰესის  მოსალოდნელი შეჩერება 2021 წელს, დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელ. ენერგიის დეფიციტს შექმნის,  ენგურჰესის გამომუშავების გათვალისწინებით 4 თვიან პერიოდში (თებ-მაისი) დანაკლისი 0.6 ტვტ. სთ. იქნება, რაც ნაწილობრივ  დაკომპენსირდება არსებული ჰესების 2019 წლის გამომუშავების დონემდე ზრდით და შუახევის ჰიდროსადგურით.

ჯამურმა გენერაციამ მოსალოდნელია 11.5 ტვტ. სთ. შეადგინოს აღნიშნულ პერიოდში და დეფიციტი 1.6 ტვტ. სთ. მიაღწევს, რაც შესაძლოა დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022