ენერგეტიკა
14/07/2023

"ენერგოეფექტურ შენობებში კომუნალური დანახარჯები მინიმუმ 35-40%-ით ნაკლებია"

ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება მშენებლობის ხარჯებს ზრდის, თუმცა ამასთან ერთად შენობა-ნაგებობებში ენერგომოხმარებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ენერგოეფექტურ შენობებში კომუნალური დანახარჯები მინიმუმ 35-40%-ით ნაკლებია.

„პირობითად, თუ მომხმარებელი არაენერგოეფექტურ საცხოვრებელ სახლში კომუნალურებში 100 ლარს იხდის, ენერგოეფექტურში მოუწევს 60 ლარის გადახდა. პრაქტიკა ამას აჩვენებს. ეს არ არის მითი, ნამდვილად ასეა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გაძვირდება ახალი შენობები, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ რეგულირების ზემოქმედების ანალიზი და გამოიკვეთა, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების ამოქმედების შედეგად, ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება დაახლოებით 5-10 პროცენტით გაიზრდება. თუმცა დანაზოგი, რაც კომუნალური ხარჯების შემთხვევაში ექნება მომხმარებელს, ბევრად მეტია. ასე რომ, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი მოგებული რჩება.“-აღნიშნა მარიტა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები საქართველოში 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე სამშენებლო პროექტი ნებართვას ვეღარ მიიღებს.

რეგულაცია ყველა შენობაზე გავრცელდება, გარდა 50 კვ.მ-ზე ნაკლები შენობისა, და ასევე ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ დაევალებათ კულტურული ღირებულების მატარებელ თუ რელიგიური დანიშნულების ნაგებობებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022