ენერგეტიკა
12/10/2023

დავით ნარმანიამ საკომიტეტო მოსმენაზე სემეკის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სემეკის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომლებიც კომისიის საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, კომისიის სხდომები, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი წყდება კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით, საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დავით ნარმანიას თქმით, საკმაოდ აქტიურად მუშაობს სემეკის ცხელი ხაზი, სადაც მხოლოდ 2022 წელს 16 216 ზარია შესული.

საანალიზო პერიოდში სემეკში კომისიის 58 სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს. განხილვების შედეგად კი მიღებულია 86 დადგენილება და გამოტანილია 880 გადაწყვეტილება.

დავით ნარმანიამ თქმით, კომისიის სხდომებზე ზეპირი მოსმენის გარეშე, მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში, 583 გადაწყვეტილებაა მიღებული.

მანამდე, წლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში, დავით ნარმანიამ კომუნალური სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სემეკის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის“ მნიშვნელობაზე და ეფექტიანობაზე. სემეკმა ეს სასწავლო ცენტრი სწორედ საანგარიშო პერიოდში, 2022 წლის 4 თებერვალს დააფუძნა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022