"აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანა" - შავლეგ მიშველაძე
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საწვავის ხარისხი რჩება მნიშვნელოვან პრობლემად მთელი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისათვის. წლების მანძილზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის არასრულფასოვანი სისტემა ვერ უმკლავდებოდა ბაზრის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების „მოჭარბებულ“ ძალისხმევას - საქართველო ექციათ უხარისხო საწვავის რეალიზაციის შესაძლო ადგილად.
ვფიქრობთ, საკითხიაქტუალურიანებისმიერი ადამიანისათვის - უხარისხო საწვავის თითოეული წვეთი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკოსისტემისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტივობამ ყველას დაანახა პრობლემის მასშტაბი და სიღრმე: 2020 წელს ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამოაღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებთან. ანუ, ვიღებთ რეალობას, როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობა ზიანდებარიგი კომპანიების კანონდარღვევებისგზით მოღვაწეობის ხარჯზე, რაც, მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისათვის.
უკიდურესად აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნაწარმოები ნავთობპროდუქტები დაექვემდებაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივ მონიტორინგს. ფაქტია, რომ საწვავის ხარისხის კონტროლის არსებული სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს და თვისობრივად სხვა განზომილებაშიგადაყვანას, ხოლო საკანონმდებლო ბაზა საწვავის ბაზრის ნებისმიერი ოპერატორის მიერამ სახის კანონდარღვევებისათვის უმკაცრესი რეგულაციების დაწესებას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კვლავაც გააგრძელებს სიტუაციის ანალიზს, მონიტორინგს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება საწვავისხარისხის კუთხით დღეისათვის არსებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებას.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უხარისხო საწვავის მიმოქცევის აღმოფხვრის კუთხით გადადგმულ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზაზე ყველას გვმართებს თანაბარი პასუხისმგებლობადა ამ პასუხისმგებლობას არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა გავექცეთ.