ენერგეტიკა
25/08/2023

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.14 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა  6.14  მილიონი ბარელით და შეადგინა 433.528  მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები  გაიზარდა  1,47 მილიონი ბარელით  და შეადგინა  217,626  მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,95 მილიონი ბარელით და შეადგინა  116,688  მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 100 ათასით და შეადგინა 12,8 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. 

ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.