ეკონომიკა
16/10/2020
თიბისი კაპიტალი: ფულადი შემოდინებები საქართველოში 14%-ით გაიზარდა
თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 5-11 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წლიურ 14%-იან ზრდა აჩვენებს.
ფულადი შემოდინებების რეიტინგში კვლავ წლიური ზრდის მაჩვენებლით უკრაინა (+211%) და აზერბაიჯანი (+165%) ლიდერობს. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდანაც.
რუსეთიდან კლების ტენდენცია შენელდა და უარყოფითი ნიშნული დასტაბილურდა, წლიური 0%.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს (თურქეთის ჩათვლით), წინა კვირისგან განსხვავებით (როცა წლიური ზრდა 8%-ზე იყო) ზრდა მინუსს აჩვენებს. წლიური კლება 5-11 ოქტომბრის პერიოდში 2%-იანი.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში კი, კვლევის თანახმად, შემოდინებების ზრდა წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.
ამასთან, თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, აპრილი-მაისის ვარდნის შემდეგ, საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.