შეინ როზენტალი: გვსურს, საქართველომ გაიაზროს მისი პოტენციალი და ჰქონდეს თანამედროვე ეკონომიკა
ახლახანს „აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) საქართველოს $15 მლნ-ის ახალი სესხი დაუმტკიცა.
როგორ აფასებს ორგანიზაცია ეკონომიკის აღდგენის დინამიკას, საინვესტიციო გარემოს და მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეჩერებას - დეტალებთან დაკავშირებით "ბიზნესპარტნიორი" აზიის განვითარების ბანკის აზიის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს ესაუბრა.
- ახალი სესხი განკუთვნილია კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და პანდემიასთან საბრძოლველად ორგანიზაციის მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია.რა მოლოდინი გაქვთ ამ ტრანზაქციის შედეგად?
- „აზიის განვითარების ბანკი“ ამაყია, რომ მრავალ პარტნიორთან ერთად დახმარების იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინების მიწოდებას და ვაქცინაციის დაჩქარებას. ADB-სთვის ეს უფრო ფართო დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ჩვენ 300 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარება მივაწოდეთ ქვეყანას, რაც მიმართული იყო ვირუსის გავრცელების შესაკავებლად და რა თქმა უნდა, ეკონომიკის დასახმარებლად. ამჯერად, ეს 15 მილიონი დოლარი განკუთვნილია მხოლოდ ვაქცინაციის პროგრამისთვის. ვაქციანია არის უმნიშნელოვანესი საქართველოსთვის, რათა ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა თავი დააღწიოს შტორმს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.
- ADB-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 8.5%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი აღემატება IMF-ის პროგნოზს, რომელიც 7.7%-ია. რა ინდიკატორებზე დაყრდნობით ვარაუდობს ADB შედარებით უფრო მაღალ ზრდას?
- როგორც თქვენ აღნიშნეთ, გასულ კვირაში საკმაოდ პოზიტიური პროგნოზი გამოქვეყნდა: 8.5%-იანი ზრდა. ეს 3.5%-ზე ბევრად მაღალი მაჩვენებლია, რასაც ჩვენ წლის დასაწყისში ვვარაუდობდით. ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესებას ექსპორტში, საგარეო შემოდინებებში, რომელიც დაკავშირებულია ასევე ექსპორტთან და ტურიზმთან. წელს უკვე 500 მილიონ დოლარს მიაღწია ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც 2019 წლის მთლიანი შემოსავლების 50%-ია. ვხედავთ ზრდას ფულად გზავნილებში და ძლიერ შიდა მოთხოვნას. ასე რომ, ეს ფაქტორები აჩენს უფრო მაღალი ზრდის მოლოდინს, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ძალიან დაბალი ნიშნულიდან ზრდა, რადგან 2020 წელს გვქონდა ეკონომიკის 6%-იანი შემცირება.
- მეორე მხრივ, ქვეყანას არ აქვს ვაქცინაციის სახარბიელო ტემპი. ეს როგორ აისახება ეკონომიკის აღდგენის პროცესზე?
- თუ წლის დასაწყისში პრობლემა იყო ვაქცინების ხელმისაწვდომობა, ახლა ჩვენ ვხედავთ სკეპტიციზმს მოსახლეობის 43%-ში. ეს არის იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც გამოკითხეს, ჰქონდათ თუ არა ვაქცინაციის სურვილი. ეს მიგვანიშნებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. საჭიროა ახსნა, რომ აცრა მხოლოდ ჩვენი ნება-სურვილი კი არა, ჩვენი ახლობელი ადამიანების ჯანმთელობას უკავშირდება, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენსავე სოფლებსა და ქალაქებს, ჩვენს სამეზობლოს. ყველა ხედავს ბოლო თვეებში იმ შედეგებს, რაც ვაქცინაციაზე უარის თქმას მოჰყვა საქართველოში. ძალიან მძიმე პერიოდი იყო ქვეყნისთვის ვირუსის დელტა ვარიანტის ტალღა. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ველოდებით, რომ აჩარებული ვაქცინაციის ტემპი გაგრძელდება, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
- ახლა გადავიდეთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე. როგორც იცით, FDI წლის პირველ ნახევარში შემცირდა 11%-ით. გასაგებია, რომ ინვესტიციების შემცირება პანდემიურ პერიოდში მსოფლიო ტრენდია, თუმცა, როგორ შეაფასებდით საინვესტიციო გარემოს საქართველოში. როგორც ვნახეთ რამდენიმე მსხვილი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი შეჩერდა. მათ შორის ნამახვანის ჰესი და ანაკლიის პორტი.
- ვფიქრობ, საინვესტიციო გარემო ერთიანობაში არის ის გამოწვევა, რომელიც პანდემიამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. ADB-ის სტრატეგია ეფუძნება ამ ქვეყნის, როგორც სატრანზიტო ჰაბის დიდ პოტენციალს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დასრულებული ინფრასტრუქტურა, კავშირები, ურბანული სერვისების გაუმჯობესება პრიორიტეტია. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და ქვეყანა კარგ პროგრესს აჩვენებს. ყველა ვინც ყოფილა ბათუმის მიმართულებით ბოლო პერიოდში, იცის, რა პროგრესს განიცდის მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი. ADB ეხმარება ამ პროექტს დაფინანსებით. ამავდროულად, ქვეყანაში ცოდნისა და უნარების ნაკლებობაა და ეს სირთულეს წარმოადგენს უცხოელი ინვეტორებისთვის. აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებითაც თანამშრომლობს მთავრობასთან, ჩვენ დავამტკიცეთ დახმარების პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის გასულ წელს.
- როგორ აფასებს „აზიის განვითარების ბანკი“ მთავრობის ძალისხმევას მოიზიდოს და შეინარჩუნოს ინვესტიციციები?
- თქვენ ახსენეთ რამდენიმე მაღალპროფილური პროექტი, მათ შორის ანაკლიის პორტი. გასულ წლებში ADB ცდილობდა მხარი დაეჭირა ამ პროექტისთვის. ასეთ მსხვილ პროექტებს აზიის განვითარების ბანკი ბოლო 53 წლის განმავლობაში აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში მილიარდობით დოლარით დახმარებია. ასეთი კომპლექსური პროექტების წამოწყება ნიშნავს სწორი ტექნიკური გადაწყვეტის პოვნას, სწორ დროს. ეს ნიშნავს რომ უნდა გქონდეს სწორი საკანონმდებლო ჩარჩო, უნარი და შესაძლებლობა, რომ წამოიწყო და მართლა აღასრულო პროექტი. ყველა ამ საკითხის დალაგებას მიაქვს დრო და ხანდახან გარემოებები იცვლება ხოლმე. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა შევხედოთ იმ გავლენებსაც, რაც ამ პროექტებს ექნებათ ადგილობრივ მოსახლეობაზე. ADB ამ საკითხში დიდი ძალისხმევას დებს. ვიცი, რომ მთავრობა იაზრებს ჩვენს ღირებულებებს და მჯერა, რომ მტკიცედ შრომობს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ სახელმიწფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირებასა და გაძლიერებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის მოსაზიდად. წელს ADB-ი EBRD-თან ერთად იყო წამყვანი ინვესტორი საქართველოს რკინიგზის მწვანე ბონდების გამშვებაში. ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს ჰქოდეს წვდომა კაპიტალის ბაზრებთან, მიუხედავად სიმძლავრისა და კორპორატიული მმართველობისა.
- როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ADB დიდ ძალისხმევას დებს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პროფესიულ განათლებაში. როგორია ორგანიზაციის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები საქართველოში?
- ჩვენ ამჟამად ვფიქრობთ აღდგენის დიმანიკაზე პოსტ პანდემიურ პერიოდში და ვფქირობ, რომ აქ სამი საკითხია უმნიშვნელოვანესი. ერთი - ეს არის ინვესტირების გაგრძელება ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანამ გაიზაროს მისი პოტენციალი და ჰქონდეს თანამედროვე ეკონომიკა, გახდეს თანამედროვე რეგიონული სატრანზიტო ჰაბი. ეს მოითხოვს არამხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სერვისებზე. მეორე - არის გრძელვადიანი ინვესტირების დაწყება ადამიანურ კაპიტალში. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ADB მხარს უჭერს უნარების განვითარების პროექტს და რატომაც წამოვიწყეთ განათლების პროგრამა. ასე რომ, ადამიანური კაპიტალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე საკითხი ჩვენთვის არის ის, რომ არსებული გამოწვევები დავძლიოთ ჩვენს ხელთ არსებული ორივე ხელსაწყოთი - სუვერენული დახმარებით, რომელიც მოიცავს სესხებს და ტექნიკურ დახმარებას მთავრობის მიმართ, ასევე არასუვერენულ დახმარებას, როგორიცაა მაგალითად ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს რკინიგზის მიმართ, და ის ტრანზაქცია, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების ხელშესაწყობად. ვფიქრობ, ეს ორივე მიმართულება კარგ შედეგებს მოიტანს.