ეკონომიკა
23/06/2021

სებასტიან მოლინეუსი: ეკონომიკის აღდგენის დაჩქარება იმედისმომცემია, თუმცა ჯერ კიდევ არის რისკები

მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარებას, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორი, იმედის მომცემს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ რისკების შემცველია.

"მისი მდგრადობისთვის პანდემიის მკაცრი კონტროლია აუცილებელი, რაც ვაქცინაციის უფრო სწრაფ მიმდინარეობას მოითხოვს. ამასთან, კოვიდ-19-ის ზეგავლენის შემსუბუქების მხარდამჭერი ღონისძიებები თანდათან უნდა მოიხსნას", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა სებ-ისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე.

მოლინეუსის თქმით, იმისთვის რომ ზრდა მძლავრი ტემპით გაგრძელდეს აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების ხელახლა გაძლიერება (მაგალითად, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, კონკურენცია, სასამართლო სისტემა და ა.შ.), ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესება, დიგიტალიზაციის პოპულარიზაცია და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება.

"ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული გლობალური ინფლაციური ზეწოლა კვლავ მოახდენს გავლენას საქართველოში არსებულ ინფლაციაზე. რადგან ეს ტენდენცია გლობალურია, ხელისუფლებას რეაგირებისთვის მცირე ბერკეტები აქვს. ამის მიუხედავად, დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებას შეუძლია ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირებას, ხოლო სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებას კი საზოგადოების დაუცველ ნაწილზე გავლენის შემსუბუქების შესაძლებლობა შესწევს", - განაცხადა მოლინეუსმა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის 2021 წლის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს.

დისკუსიის დროს მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოშემ მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები და პერსპექტივებია გაანალიზებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023