სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი BP-იმ SOCAR-ს გადააბარა
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია "ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა" კომპანია "სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს" გადააბარა.
სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. "სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს" ლიმიტედი კი "სოკარის" შვილობილი კომპანიაა.
ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა მილსადენის მფლობელთა განახლებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად გახდა შესაძლებელი. ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა, და ის შაჰ დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების ნაწილია.
როგორც "სოკარი" აცხადებს, ხელშეკრულება უფლებას ანიჭებს სოკარს გახდეს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის თავზე. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი დასრულდა 2019 წლის მარტში. ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში, სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი, ოფიციალურად გახდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორი, შეთანხმებული გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით.
გარდამავალი პერიოდი რომელიც დაიწყო 2020 წლის მარტში წარმატებით დასრულდა 2021 წლის ივლისში. მიუხედავად COVID-19 გამო წარმოქმნილი გამოწვევებისა ბი-პი და სოკარი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რათა ეფექტურად განეხორციელებინათ გარდამავალი პროცესის ყველა ასპექტი.
"სოკარის" პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განმარტებით, სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის წარმატებული 6-წლიანი კომერციული ოპერატორობის შემდეგ "სოკარი" ახლა უკვე სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორია. "ეს კიდევ ერთი უზარმაზარი მიღწევაა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისთვის, ექსპლუატაცია გაუწიოს საერთაშორისო გაზსადენს. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთია სამხრეთის გაზის კორიდორის, რომლის მიზანია გაზარდოს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი, მხარი დაუჭიროს ენერგო უსაფრთხოების, მიწოდების დივერსიფიცირების და დეკარბონიზაციის ამოცანებს თურქეთსა და ევროპაში“.
"სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედის" აღმასრულებელი დირექტორის ფუად მ. აჰმადოვმას განმარტებით, კომპანია სრულად აცნობიერებს თუ რა უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება. "როგორც მემკვიდრე ტექნიკური ოპერატორი, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ბი-პი-სთან და ყველა პარტნიორთან, რათა შევინარჩუნოთ უსაფრთხოების მაღალი დონე, ეფექტურობა, გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგები, რაც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიამ მიაღწია ბი-პი-ს ოპერატორობით. დარწმუნებულები ვართ რომ ერთად მუშაობით ჩვენ მოვუტანთ მნიშვნელოვან სარგებელს ჩვენს ქვეყნებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და მოსაზღვრე მოსახლეობას“.
ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა პრეზიდენტის გარი ჯონსის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს ევროპულ ბაზრებს პირველად აწვდის. "სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად მუშაობა გავაგრძელოთ, რათა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და გრძელვადიანი საიმედოობა. სოკარს მოაქვს მდიდარი გამოცდილება როგორც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის კომერციულ ოპერატორს. და ჩვენ გვჯერა, რომ როგორც კომერციული ოპერატორი, ის კვლავ გააგრძელებს მაღალეფექტურ და კომპეტენტურ საქმიანობას. ვართ რა შაჰ-დენიზის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი, ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ სოკართან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ მათ ამახალი პასუხისმგებლობის საქმეში, რომელშიც უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ’.
ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონის საექსპორტო მილსადენების ექსპლუატაციის მენეჯერის ელდარ გაზიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის მილსადენი 2006 წლიდან უსაფრთხოდ და საიმედოდ მუშაობს, რაც უმეტესწილად მილსადენის ექსპლუატაციის თანამშრომლების და მუშა-ხელის დამსახურებაა. "სწორედ ტექნიკური ოპერატორის როლის გადაცემის ამ მნიშვნელოვან დროს, მადლობა მინდა გადავუხადო მათ განსაკუთრებული ერთგულებისათვის და შესანიშნავი საქმიანობისათვის, რომლის შედეგადაც ერთიანი საექსპორტო სისტემა დღემდე უსაფრთხოდ მუშაობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სოკარისთვის
ოპერატორის როლის გადაცემის შემდეგ გაგრძელდება უსაფრთხო ექსპლუატაციისადმი და თანამშრომლების შესაძლებლობებისადმი
ყურადღება, მისი მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. ჩვენი ერთობლივი მუშაობა გარდამავალ პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. განსაკუთრებით საამაყოა რომ გარდამავალი პერიოდი უსაფრთხოდ და წარმატებით დასრულდა და რომ მას მილსადენის უსაფრთხო მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. მადლობა მინდა გადავუხადო ბი-პი-ს და
სოკარის გუნდებს შესანიშნავი მუშაობისთვის".
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის აქციონერები არიან: BP (28.8%), TPAO (19.0%), SOCAR (10%) SGC (6.7%), PETRONAS (15.5%), LUKOIL (10.0%) and NICO (10.0%).
სამხრეთ კავკასიის მილსადენი 2006 წლიდან აწვდის გაზს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რეგიონალურ ბაზრებს.
შაჰ დენიზ 2-ზე მოპოვების გაზრდილი რაოდენობების მისაღებად და შაჰ დენიზ 2-ის მოცულობების თურქეთში (6 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში) და ევროპაში (10 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში) ექსპორტის მიზნით, მოხდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის შემდგომი გაფართოება.
მილსადენის გაფართოებული სექციიდან გაზის კომერციული რაოდენობების თურქეთისთვის მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო, 2020 წლის დეკემბრიდან პირველად დაიწყო შაჰ დენიზის გაზის მიწოდება ევროპისთვის. 2021 წლის პირველ ნახევარში სამხრეთ კავკასიის მილსადენის საშუალო დღიური გადაზიდვა შეადგენდა 46.51 მილიონ კუბურ მეტრ გაზს დღეში. სამხრეთ კავკასიის საექსპორტო სისტემა მოიცავს 443კმ სიგრძის მილსადენს აზერბაიჯანში და 248კმ სიგრძის მილსადენს საქართველოში. სისტემა ასევე მოიცავს ორ საკომპრესოროს აზერბაიჯანში და ორ საკომპრესორო და ორ საზომ სადგურს საქართველოში.