ეკონომიკა
19/10/2023

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" ახალი კანონმდებლობა მეტ გამჭვირვალობას შექმნის

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის ცვლილებით საზოგადოებამ მეტი გამჭვირვალობა უნდა მიიღოს, -  ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ნანობაშვილმა ბიზნესპარტნიორის პოდკასტში, „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებას წვდომა ბევრად მეტ ინფორმაციაზე ექნება.

„კანონის ცვლილებით საზოგადოება მიიღებს უფრო მეტ განჭვირვალობას მაგ. ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით, რომელსაც ახალი კანონი ადგენს. თუკი დღეს არსებული რეგულაციები ამ კუთხით არ იძლევა ფართო შესაძლებლობას, რომ იცოდეს საზოგადოებამ თუ კონკრეტული გამარჯვებული კომპანია რომელ ქვეკონტრაქტორს ქირაობს, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ (თუ ქვეკონტრაქტორის მონაწილეობა 10%-ზე მეტი იქნება) საზოგადოებას ამ ინფორმაციაზე წვდომა ექნება,“ - განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა.

მისივე განცხადებით, ცალკე თავი დაეთმობა შესყიდვებს სამხედრო სფეროში. არსებული რისკებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ექნება დისკრეცია შეზღუდოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ქართულ სახელმწიფო ტენდერებში იღებენ მონაწილეობას.

 

Businesspartner