ეკონომიკა
13/05/2023

"საქართველო კიბერდანაშაულების საერთაშორისო ტენდენციას არ ჩამორჩება"

კიბერდანაშაულისა და კიბერთაღლითობების სტატისტიკური მონაცემები რეალურ სურათს არ იძლევა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ Cyber Trust-ის თანამდაფუძნებელმა, გიორგი იაშვილმა განუცხადა.

როგორც Cyber Trust-ის თანამდაფუძნებელი აღნიშნავს, საქართველო კიბერდანაშაულების საერთაშორისო ტენდენციას არ ჩამორჩება.შესაბამისად, დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაული  ე.წ. Fishing-ია, როდესაც თაღლითი ცდილობს უბიძგოს მომხმარებელს, რომ  საეჭვო ბმულზე გადაიყვანოს.

„ზოგჯერ  მოწყობილობა შენელებულია,  სათანადოდ არ მუშაობს. გვგონია, რომ ხარვეზია და რეალურად ჩვენს მოწყობილობაში მავნე პროგრამული კოდია.ამით ხდება  ჩვენს მაგივრად მონაცემების ან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება," - იაშვილი.

Cyber trust-ის თანადამფუძნებლის განმარტებით, ხშირად მომხმარებლები ვერ აცნობიერებენ,რომ შესაძლოა საქმე კიბერდანაშაულთან ჰქონდეთ. 

იაშვილი აცხადებს, რომ მომხმარებლის მხრიდან რაიმე ეჭვის შემთხვევაში,მნიშვნელივანია სპეციალისტის კონსულტაცია.

პრობლემაა ასევე ის ფაქტი, რომ მომხმარებლები კიბერდანაშაულს სერიოზულად არ აღიქვამენ, შესაბამისად სამართალდამცავების მიმართ მიმართვიანობა ნაკლებია. როგორც იაშვილი განმარტავს, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ანალოგიური ტენდენციაა მსოფლიოშიც.

"აღნიშნული ტენდენცია უკეთესობისკენ იცვლება, იზრდება როგორც საგამოძიებო მიმართულებით კვალიფიკაცია, ასევე საზოგადოებისთვის ტარდება საინფორმაციო კამპანიები"- აცხადებს იაშვილი.

ცნობისთვის, შსს-ს მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა. გაიხსნა 109 შემთხვევა. 2022 წლის იანვარ-მარტში კი რეგისტრირებული იყო 245 შემთხვევა. აქედან, გახსნილია 84 საქმე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023