ეკონომიკა
19/10/2020
პანდემიური პერიოდის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები საქართველოსთვის
ქართული პროდუქციის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე 2020 წლის იანვარ-სექტემბერში მხოლოდ 2,4 მლრდ დოლარია, წლიური ვარდნა 12%-ია (331,863 მლნ დოლარით ნაკლები).
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.9% შეადგინა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ლიდერობს ჩინეთი, სადაც 355.3 მლნ დოლარის პროდუქცია გაიყიდა.
საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში, ჩინეთის შემდეგ პოზიციებს აზერბაიჯანი - 330 მლნ დოლარით და რუსეთი 308.6 მლნ დოლარით იკავებს.