ეკონომიკა
05/06/2021

ოთარ ნადარაია: ლარის გამყარება არ ნიშნავს რომ გაუფასურებული აღარ არის

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსი საგრძნობლად გამყარდა.

რა ამყარებს ლარს და როგორი მოლოდინები აქვთ სპეციალისტებს „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ უპასუხა.

მისი თქმით, ლარის გამყარება გაუმჯობესებული შემოდინებების და მოლოდინების შედეგია, თუმცა არსებული ნიშნული არ ნიშნავს, რომ ლარი გაუფასურებული აღარ არის. ეროვნული ვალუტის გამყარებას კიდევ უფრო მეტი რესურსი აქვს.

„ლარის გამყარება არ გულისხმობს დოლარის დასუსტებას, ვხედავთ რომ ლირა უფასურდება, მიუხედავად ამისა, ლარი მყარდება. კომენდატის საათისა და ვაქცინაციის ნელი ტემპის მიუხედავად, მაინც ძლიერი ზრდა გვაქვს ტურიზმში, აღდგენის კუთხით. ასევე ექსპორტის და გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა მართლაც შთამბეჭდავია.

ამასთან, დავამატებდი ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, იმიტომ რომ ლარი ძალიან გაძვირდა და ამ ფონზე გაიაფებულია ევრო და დოლარი. გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი ასევე არის ის, რომ თუ მაგალითად, შარშან დაკრედიტება მთლიანად ლარში იყო, აპრილიდან და წინასწარი მონაცემებით სავალუტო დაკრედიტება საკმაოდ ძლიერი იყო და დიდწილად აღდგა. ბუნებრივია, ეს რისკია, თუმცა მეორე მხრივ, ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს,“– აღნიშნავს, ოთარ ნადარაია.

თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რისკისა, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს.

„ვაქცინაციის კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. სამწუხაროდ ამ მხრივ ერთადერთი ქვეყანა არ ვართ რეგიონში და სახმელეთო საზღვრების გახსნა საჭიროა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რისკების არსებობა. რომც მოხდეს რთული სცენარის განვითარება და კოვიდ შემთხვევების ზრდა, არ არის აუცილებელი ამან ნეგატიურად იმოქმედოს კურსზე.

რისკებში მოიაზრება თურქული ლირის გაუფასურებაც, კოვიდ სიტუაციის გაუარესება და ცოტა წინააღმდეგობრივად ჟღერს, თუმცა მთავარ რისკად ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დოლარის საპროცენტო განაკვეთების ვადაზე ადრე აწევა მიმაჩნია,“ - აღნიშნა ნადარაიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023