ეკონომიკა
08/09/2023

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გამოთვლის წესი დაამტკიცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცა.
 
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, ჯარიმის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მოვაჭრის ეკონომიკურ, ფინანსურ შესაძლებლობებს და დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ მოვაჭრის კომერციულ საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება: დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები.

 

Businesspartner