ეკონომიკა
28/04/2020

IMF: რეგიონის ქვეყნების ვაჭრობაზე COVID-19 დამანგრეველ ეფექტს მოახდენს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საშულოდ 5%-იან ეკონომიკურ შემცირებას ელოდება.

რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეგიონი ორმაგი კრიზისის წინაშე დგას – ერთი მხრივ, ეს არის პანდემისგან თავის დაღწევის მიზნით გაჩერებული ეკონომიკა, ხოლო მეორე მხრივ, ნავთობზე რეკორდულად დაბალი ფასი.

სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონს მსგავსი ტიპის გამოწვევა არ ჰქონია, და ის დამანგრეველად იმოქმედებს რეგიონის ქვეყნების ვაჭრობაზე.

“კრიზისმა დარტყმა მიაყენა ყველას მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონს – ცენტრალურ აზიასა და კავკასიის ქვეყნებს. ამ რეგიონისთვის შოკი უფრო დიდიც კია. რადგან აქ არის ორმაგი შოკი, რომელიც მომდინარეობს ერთი მხრივ კოვიდ 19-დან და ასევე ნავთობის ფასის ვარდნიდან. რომ გადავხედოთ შოკის ტალღებს, საიდანაც ისინი მოედინებიან, პირველ შემთხვევაში – ეს არის კრიზისის ეპიცენტრი ჩინეთი და მიმდებარე ქვეყნები, რომლებთანაც კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ. ვხედავთ რომ ამ სავაჭრო პარტნიორებზე ზეგავლენას ჰქონდა დამანგრეველი ეფექტი რეგიონის ვაჭრობასა და ეკონომიკაზე. ერთადერთი გზა, კორონავირუსისგან თავის დაღწევის იყო ეკონომიკის თანდათანობითი შეჩერება, რომელსაც შეამცირა ვაჭრობა, სერვისები და სხვა ეკონომიკური აქტივობა. რაც შეეხება ნავთობის ბაზრის შოკს, ძალიან მალე ჩვენ ვნახეთ რომ მოთხოვნა ნავთობზე დაეცა, რადგან გლობალური აქტივობა შემცირდა. ჩვენ შევედით ვითარებაში, როდესაც გვქონდა წვდომა 12 მილიონ ბარელზე დღეში, და რომელსაც დამატებითი წნეხი ჰქონდა ნავთობის ბაზარზე. ახლა ვართ იმ ვითარებაში, როცა ნავთობის ფასი ისტორიულად დაბალია, უდაბლესი ბოლო 2 კვარტალში, და მსგავსი ვითარება არ გვინახავს 1973 წლის შემდეგ“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023