ეკონომიკა
26/10/2023

ღიდა ფაჰრი - "აბრეშუმის გზის ფორუმი" სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის კარგი შესაძლებლობაა

"ჩვენ მოწმე ვართ მნიშველოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების,"- ამის შესახებ "თბილისის აბრეშუმის გზის" გამხსნელი პანელის მოდერატორმა  ღიდა ფაჰრიმ ფორუმის გახსნაზე განაცხადა. 

"ვფიქრობ ეს ის დროა, როცა სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები ეძებენ ახალ გზებს, რათა გააღრმავონ კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები.

ვფიქრობ, ეს შეკრება თბილისში არის ამისთვის კარგი შესაძლებლობა. მიზანი კი უნდა იყოს ის, რომ გაძლიერდეს "შუა დერეფანი", რომელიც ამ ქვეყნებს ერთმამეთთან აკავშირებს,"- განაცხადა ფაჰრიმ.

შეგახსენებთ, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" თბილისის  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მთავარ პანელს სახელწოდებით  Increasing Role of the Middle Corridor მოდერატორობას საერთაშორისო ტელე-ჟურნალისტი ღიდა ფაქრი უწევს.

Businesspartner