ეკონომიკა
25/06/2021

ღარიბაშვილი: ძალიან პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ბიზნესიდან

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ძალიან პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ბიზნესიდან.

"მოგეხსენებათ, რომ აპრილში უპრეცედენტო 48%-იანი ეკონომიკური ზედა გვქონდა. ხოლო მაისში ველოდებით 25%-ს. ამასთან, გრძელდება ლარის გამყარების პროცესი და ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ინფლაცია დაიკლებს."– განაცხადა, პრემიერ მინისტრმა.  

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, 2021 წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.1%-ია.

ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023