ეკონომიკა
26/06/2020

FDI-ს და ტურისტების მოლოდნი არ უნდა გვქონდეს - როგორია თიბისის პროგნოზი

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის კვლავ 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზი გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის და გზავნილების მოლოდინი.

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა და წლის ბოლოსთვის ლარი 3.0 ნიშნულზე დასტაბილურდება. წლის ბოლოსთვის ინფლაციის მოლოდინი 5%-დან 4.5%-მდე, რეფინანსირების განაკვეთის მოლოდინი კი 8%-დან 7.75%-მდე შემცირდა.

შეზღუდვების შერბილების შემდეგ მაღალი ზრდა ფიქსირდება უნაღდო ხარჯვაში. გასათვალისწინებელია უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდა და რიგ შემთხვევებში სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი გაუმჯობესება შეიმჩნევა, რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა საზღვრების გახსნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინები 2020 წლისთვის რამდენადმე გაუარესებულია.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო მიმოხილვა გვქონდა თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის მიგნებების გარშემო. თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულად განახლებადი, სწრაფი ინდიკატორები და ყოველთვიური შემაჯამებელი რეპორტები დამატებითი ინსტრუმენტია კომპანიებისთვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, შემდეგი თვეების დასაგეგმად და მოცემულ სიტუაციასთან ბიზნესის ეფექტური ადაპტაციისთვის“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023