ეკონომიკა
02/05/2023

დისტრიბუტორთა ასოციაცია: სურსათის ფასების რეგულირების პირველადი დოკუმენტის ვერსია უკვე მზადაა

სურსათის ფასების რეგულირების პირველადი დოკუმენტის ვერსია უკვე მზადაა და მხარეებს  დასამუშავებლად გაეგზავნათ,- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანმა, ლაშა რიჟამაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი მიმწოდებლებსა და ე.წ. რითეილ სექტორს ანუ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის არსებული ურთიერთობებისა და რიგი ქმედებების აკრძალვას ითვალისწინებს. მათ შორისაა გადახდის ვადები, რომელიც ადგილობრივი მწარმოებლებისათვის ყველაზე სენსიტიური თემაა.

რიჟამაძის მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს ბაზარზე და ფასების რეგულირებას გამოიწვევს.

„აქ საუბარია, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტებმა ბაზარზე ოპერირება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად მოახდინონ, რაც საბოლოოდ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ადგილობრივ წარმოებებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს ხელს შეუწყობს.“-აცხადებს რიჟამაძე.

დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი აღნიშნავს,რომ ამ ეტაპზე პირველადი დოკუმენტის ვერსია უკვე გააცნეს წევრ კომპანიებს, რომელთა 70% მიმწოდებლები არიან.

დოკუმენტის პირველად ვერსიაში დასაზუსტებელია ასევე ვადები, თუ როგორ აუნაზღაურდებათ მიმწოდებლებს გაცემული პროდუქციის გადასახადი.

პროდუქტის თანხის გადახდის ვადა, რომელიც საშუალოდ 60 დღეს ითვალისწინებს,  იწყება მაშინ, როდესაც რითეილ სექტორის მხრიდან ხდება პროდუქციის რეალიზაცია, მაშინ როდესაც საზღვარგარეთის პრაქტიკის მიხედვით პროდუქტის მიწოდების დღიდან ხდება ვადის ათვლა. სწორედ ამ პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად აღნიშნული დოკუმენტი. საუბარია ასევე პროდუქციის დიფერენციაციაზე, მაგალითისთვის მალფუჭებად პროდუქტებზე, რომელთ გადასახადი მიმწოდებლებს დროულად უნდა აუნაზღაურდეთ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში, მთავრობის სხდომაზე ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.

შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ მისი დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორების ბაზრის მოკვლევა ჩაატარა, რა დროსაც გამოიკვეთა რომ კომპანიები მაღალ მარჟებზე მუშაობენ და მოსახლეობას დახლიდან პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს.

მაშინ ითქვა, რომ კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე წესებს განსაზღვრავს და  ფასებს დაარეგულირებს, მზად სავარაუდოდ  1 წელში  იქნებოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022