ეკონომიკა
09/03/2021
ანდრია გვიდიანი: ჩვენთვის ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან კარგია ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობა და ზოგადად, კომუნიკაციის სივრცის გახსნა. მისი ინფორმაციით,ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში არსებობს არასწორი განწყობები, არასწორი განცდები და არის დეზინფორმაციული კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას არასწორ მოლოდინებს უყალიბებს ზოგადად ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით.
“პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ კომუნიკაციაში, არის სწორედ იქ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ე.წ. მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ტიპის მიკერძოებული ინტერესების მქონე ორგანიზაციები ხშირ შემთხევაში დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აქედან გამომდინარე ხდება სწორედ ის, რომ ჰესების მიმართ არის რაღაცა გაუგებარი კამპანია.
როდესაც ვსაუბრობ დეზინფორმაციაზე,როდესაც ვსაუბრობ ე.წ. ზემოთ ხსენებული მწვანე არასამთავროების განცხადებებზე, აქ არის კონკრეტული ფაქტები, არაერთხელ გადამოწმებული და შეფასებული,სადაც ეს ორგანიზაციები ცდილობდნენ ტყუილების თქმას,ისეთების როგორებიც არის მაგალითად, ისეთი გაუგებარი ტყუილები, რომ თითქოს თერგი დაშრა, თითქოს ეს რაღაცა ყბადაღებული მაინინგის თემა, თითქოს მაინინგის გამო არის ასე ვთქვათ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნა და ა.შ., რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
საერთოდ არ არსებობდა ბიტკოინი, საერთოდ არ არსებობდა მაინინგი, მაგრამ მაინც იზრდებოდა ელ.ენერგიაზე მოთხოვნა და შესაბამისად, ყოველწლიურად დადასტურებულია, რომ 5 პროცენტიანი ზრდა გვაქვს და უბრალოდ ამის გაგება არ უნდათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ელ.ენერგიის მზარდი მოთხოვნის ფონზე ჩვენ აღმოვჩნდებით საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე.
ჩვენთან ასევე პრობლემაა ის, რომ დგას საკმაოდ არასწორად საკითხი, საერთოდ გვინდა თუ არა ჰესები ამაზე ვმსჯელობთ და არ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ გვინდა ამ ჰესების განვითარება.
მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და უნდა იყოს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის ჰესების მშენებლობა და დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მერე უნდა ვისაუბროთ იმ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე უნდა მიდიოდეს თუ არა მსჯელობა თუ როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა განხორციელდეს და ა.შ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი და ჰიდროპოტენციალი, რომელსაც სამწუხაროდ არ ვითვისებთ და მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ ამ ჰიდროპოტენციალის ათვისებაში.
ფასებთან დაკავშირებით იყო ასევე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები, იმპორტის ფასებთან დაკავშირებით და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ წარმოაჩინონ, რომ თითქოს იმპორტირებული ენერგია უფრო იაფია და იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება უფრო ხელსაყრელია საქართველოსთვის ვიდრე ადგილობრივი გენერაცია, რაც, რა თქმა უნდა არ არის სწორი და მთავარია ის სწორედ დღის და პიკური საათების ტარიფები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს იმპორტზე, რომელიც არის 7, 8, 9 ცენტი და ყოველწლიურად ასევე ეს საიმპორტო ტარიფებიც არის მზარდი, შესაბამისად 10 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ გვექნება უფრო დიდი ელ.ენერგიის მოთხოვნა, გაცილებით უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვიდგებით, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაგვხვდება გაძვირებული საიმპორტო ელექტროენერგია და არანაირი საპირისპირო საშუალება არ გვექნება, რომ იმპორტირებულ ენერგიას თავი დავაღწიოთ.
აქედან გამომდინარე მთავარია საზოგადოებაში შეიქმნას ისეთ ტიპის განცდა, ისეთი ტიპის კონსენსუსი, რომელიც იქნება სიმართლეზე დაფუძნებული და სწორედ ასეთი ტიპის განხილვები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე ვამხილოთ ის ტყუილები რაც მოდის ე.წ. მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციების და ე.წ. გარემოს დამცველების მხრიდან“-აცხადებს გვიდიანი.