ახლებურად დათვლის შედეგად უმუშევრობა გაზრდილია
საქსტატმა უმუშევრობის დონის ახლებური მეთოდოლოგიით დათვლა დაიწყო. გამართლდა ექსპერტთა ნაწილის მოლოდინი და უმუშევრობის დონე 2020 წლის მესამე კვარტალში 5%-ული პუნქტით მაღალია უმუშევრობის დონე ვიდრე ძველი მეთოდოლოგიით მიიჩნეოდა. საქსტატის მონაცემ,ებით, 2020 წლის მესამე კვარტალში 17% შეადგინა, ძველი მეთოდოლოგია კი 11,9%-იან ნიშნულს აჩვენებდა.
ამავდროულად 0.2%-ული პუნქტით არის გაზრდილი მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2020 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.3% შეადგინა. აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.6%-ული პუნქტით.
დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.3%-ული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7%-ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.1%-ული პუნქტით.
ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 6%-ული პუნქტით მაღალია უმუშერვობის დონე 2019 წელსაც 17,6%-იან ნიშნულს აჩვენებს.
ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა.
ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15%-ული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე).
ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან.