ეკონომიკა
18/10/2023

"ახალმა კანონმა ჩამოაყალიბა ყველა ის ევროპული გამონაკლისი, რომელიც გამარტივებული შესყიდვის საფუძველი შეიძლება გახდეს"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„როდესაც ცალკეული მარეგულირებელი ნორმები მიმობნეულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, მისი აღქმისა და პრაქტიკული გამოყენების რისკები ჩნდება,“ - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ნანობაშვილმა ბიზნესპარტნიორის პოდკასტში, „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებობს ცალკეული გამონაკლისის ნორმები, რომლებიც არ არის ჯანსაღი პრაქტიკა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. ახალმა კანონმა კი ყველა ის ევროპული გამონაკლისი ჩამოაყალიბა, რომელიც გამარტივებული შესყიდვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„როგორც ასეთი, გამარტივებული შესყიდვა აღარ იქნება - ტერმინოლოგიურად ის იცვლება სხვა სიტყვათწყობით, თუმცა, რა თქმა უნდა, გამარტივებული შესყიდვა, როგორც მექანიზმი, რა თქმა უნდა რჩება. რაც შეეხება ცვლილებებს - გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა უკვე საგრძნობლად შემცირებულია, საჯარო შესყიდვებში გამარტივებულ შესყიდვებს 2014- 2015 წლამდე 32% ეჭირა, 2016 წელს კი ეს მონაცემი 18%-მდეა შემცირებული. ჩვენი სამიზნე დაახლოებით 12%-ის ფარგლებში ჩამოსვლაა, რაც არის ევროპული საუკეთესო პრაქტიკა,“- განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა.