ეკონომიკა
19/10/2020
9 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით შემცირდა
საქართველოს საგარეო ვაჭრობა კლების ტრენდს ინარჩუნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა და 8,121 მლრდ დოლარია.
საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 12%-ით 2,4 მლრდ დოლარამდე; იმპორტი 15.9% -ით არის შემცირებული და 5,7 მლრდ დოლარს აღემატება.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,314 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.