6 თვეში საქართველოს წმინდა ექსპორტი მხოლოდ $1.4 მლრდ-ია - რას ვყიდით საექსპორტო ბაზრებზე
საქართველოს წმინდა ექსპორტი მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში 27.6%-იან ზრდას აჩვენებს, ის 2021 წლის პირველ ნახევარში 1.4 მლრდ დოლარს არ აღემატება.
საქსტატის ცნობით, სულ 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე (რეექსპორტთან ერთად) 1.884 მლრდ დოლარის პროდუქცია გავიდა, ეს 25.2%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.1%-ია.
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 391 მლნ დოლარით, მისი წილი საექსპორტო კალათაში 28%-ს აღემატება; მეორე პოზიციაზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ დოლარით და ადგილობრივი ექსპორტის 13.5%-იანი წილით, მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.4 მლნ დოლარით, მისი წილი ექსპორტში 7.5%-ით განისაზღვება.
მთლიან ექსპორტში უმსხვილესს საექსპორტო პარტნიორებში ჩინეთი ლიდერობს 274 მლნ დოლარით), მეორე ადგილზე რუსეთია (239.5 მლნ დოლარი), მესამე პოზიციაზე კი თურქეთი 155.6 მლნ დოლარით მოხვდა.