"ჟუჟუნა" ჩინეთში გაყიდვებს ზრდის და საექსპორტო ასორტიმენტს აფართოებს
"ჟუჟუნა" ჩინეთში განმეორებით ექსპორტს განახორციელებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ვასკა ჩუბინიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, 14 000 ბოთლი შანხაიში 1 თვეში გაიგზავნება. ამავდროულად კომპანია საექსპორტოდ ახალი სახეობის, ვარდისფერი შეფერილობის ღვინოს ამზადებს.
ვასკა ჩუბინიძის თქმით, კომპანია განმეორებით შეკვეთას ელის იაპონიიდანაც, სადაც 2021 წელს 12 000 ბოთლი ღვინო გაიყიდა. რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, "ჟუჟუნა" შესვლას უკრაინისი ბაზარზეც გეგმავს. ამ ეტაპზე, კომპანია მოლაპარაკებებს სუპერმარკეტების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელთან აწარმოებს.
„იმედიანად ვართ. რეალურად, შანხაის განმეორებითი შეკვეთა ამის საფუძველს გვაძლევს, იაპონიასთანაც ჩვენი ურთიერთობა იძლევა გრძელვადიანი ურთიერთობის პოტენციალს. ამასთან, უკრაინაში გავიცანით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტი, რომლებთანაც გამოფენაზე გვქონდა გერმანიაში შეხვედრა და ახლა მიმდიანრეობს მოლაპარაკებები,“ - ამბობს ვასკა ჩუბინიძე
ნახევრად ცქრიალა, მომჟავო ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია, მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ქსელის გაფართოებასაც გეგმავს.