Wiggly - ახალი ქართული სტარტაპი სერვისების ჩამონათვალს აფართოებს
Wiggly - პირადი AI ასისტენტი, იგივე ბოტი, შინაური ცხოველების მეპატრონეებს დღეს მხოლოდ ვეტერინარიისა და ზოგადი მოვლის შესახებ აწვდის ინფორმაციას. თუმცა, როგორც სტარტაპის დამფუძნებლები აცხადებენ, უახლოეს მომავალში ბოტი მომხმარებლებს ინფორმაციას ნუტრიციოლოგიასა და სხვადასხვა სერვის პროვაიდერებზეც მიაწვდის.
სტარტაპში, ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ იმ 1 თვის მაძილზე, რაც Wiggly-მ ოპერირება დაიწყო, მათი ინოვაციით ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
„Wiggly თავისი სერვისებით უნიკალური პროდუქტია. მსგავსი AI ბოტი საქართველოში აქამდე არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, ამოქედებიდან პირველივე დღეებში Wiggly-მ ათეულობით ადამიანს გაუწია კონსულტაცია.
გამოხმაურება ძალიან დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მარკეტინგული აქტივობა არ განგვიხორციელებია. დღეს Wiggly-ს უკვე 300-მდე კონსულტაცია აქვს ჩატარებული,“-აცხადებს Wiggly-ის თანადამფუძნებელი, თორნიკე ჩუნთიშვილი.
შეგახსენებთ, Wiggly ახალი ქართული ინოვაციური პროდუქტია - პირადი AI ასისტენტი, იგივე ბოტი შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ის ვეტერინარიულ კონსულტაციებს გასცემს, რაც სიმპტომების მიხედვით სავარაუდო დიაგნოზის დასმას გულისხმობს.
ამასთან, იძლევა მითითებებს ზოგადი მოვლის საკითხებშიც, იქნება ეს ვაქცინირება, წვრთნა თუ სხვ. ამ ყველაფერს კი ჩეტბოტი სპეციალური კითხვარის გამოყენებით ახერხებს, რომლითაც ცხოველზე პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას უმოკლეს დროში აწვდის.