ბიზნესი
19/02/2021

WEEKSy - თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვის თანამედროვე სისტემა

დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრცხვისათვის ბაზარზე ახალი შეთავაზება გაჩნდა. Weeksy, რომელიც ადამიანური რესურსების მართვისათვის შეიქმნა, კომპანიებს თანამშრომელთა დასწრებისა და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვას უმარტივებს.

პროგრამა თანამედროვე ტექნოლოგიაზეა აწყობილი, მარტივი ინტერფეისი აქვს და ნებისმიერი ზომისა თუ მიმართულების კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი.

კომპანიაში ცდილობენ, სისტემა ყველა სახის აპარატულ თუ პროგრამულ ნაწილს მოარგონ. პროგრამას ასევე აქვს ისეთი მოდულებიც, როგორიცაა HR ადმინისტრირება, ხელფასების ავტომატური დაანგარიშება და სხვა. ერთ თვეში კი ამ ჩამონათვალს აპლიკაციაც დაემატება.

პროგრამის მინიმალური საფასური თვიურად 20 ლარს შეადგენს. თითო თანამშრომლისთვის კომპანიას 2 ლარის გადახდა მოუწევს.

კომპანია Fina-ს ახალი პროდუქტი ამ ეტაპზე შიდა ტესტირებას გადის. მისი გამოყენება კომპანიებს 25 თებერვლიდან შეეძლებათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022