ბიზნესი
10/06/2021

ვერცხლისა და ფერადი მინანქრის აქსესუარები - "კაფსულა" ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

ვერცხლისა და ფერადი მინანქრის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია კაფსულა ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნინო გიგინეიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ქართული კულტურის პოპულარიზციის მიზნით, სულ მალე, უცხოელ ვიზიტორებს "კაფსულას" პროდუქციის შეძენა საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრში შეეძლებათ. ამასთან, კომპანია აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებითაც.

„ექსპორტის მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაებები. პანდემიამდეც უკვე ვფიქრობდით გარკვეული ნიმუშების და ასორტიმენტის გატანას. ეს ნივთები გაიგზავნა, თუმცა პროცესი მიმდინარე გარემოებებიდან გამომდინარე შეფერხდა. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე განვაახლეთ და სექტემბერში უკვე ვიქნებით უცხოურ ბაზარზე. უცხოელებს შეეძლებათ, როგორც სპეციალური დაკვეთების გაკეთება, ასევე ვაპირებთ , რომ ის განსაკუთრებული ემოციით დატვირთული ნაკეთობები, რომლებსაც დავამატებთ "კაფსულას" ბრენდს, აქტიურად გავიტანოთ ექსპორტზე.“ - განაცხადა ნინო გიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, კაფსულა საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მთავარი მიზანი მოგონებების მატერიალიზებაა, რასაც "კაფსულა" ვერცხლისა და ფერადი მინანქრის აქსესუარებით ახერხებს. კომპანია „კაფსულა ციდას“ მიმართულებაში ბავშვების ნახატებს ვერცხლის უნიკალურ სამკაულებად აქცევს. ასორტიმენტში ასევე შედის კაფსულა ფაფი - ცხოველების მიმართულება, ფოტოპორტრეტები და სხვა. ამ ეტაპზე კომპანია 15 ადამიანს ასაქმებს, თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, ასორტიმენტის გაფართოებისა და ექსპორტის მიმართულელების დამატებასთან ერთად დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022