ბიზნესი
04/10/2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე: გვინდა, 2022 წლიდან ყოველ წელს თითო ქვეყანაში შევიდეთ

2022 წლიდან ყოველ წელს ერთ ქვეყანას დავამატებთ, ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

რომელი ქვეყანა იქნება პირველი ჯერ უცნობია. ბუცხრიკიძის თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანას სწავლობენ.

“ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2022 წლიდან გვინდა თითო ახალი ქვეყანა დავამატოთ. "თიბისი ჯგუფი", თავისი აქტივებით და სესხებით არის ქართული, რადგან 95% აქ არის, თუმცა კლიენტების რაოდენობით პირიქით არის. ჩვენი 6 მლნ მომხმარებლიდან 2/3-ზე მეტი უცხოეთშია წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, უცხოეთში არ გვექნება კორპორატიული ბიზნესი და იპოთეკური სესხები, მაგრამ საცალო ბიზნესის მიმართულებით, საშუალო ვადაში, ანუ 2025 წელს, საქართველოში რაც გქვენება, იმაზე არანაკლები გვქნება უცხოეთში, შეიძლება ითქვას 50/50-ზე."–განმარტავს, ვახტანგ ბუცხრიკიძე. 

მისივე თქმით, “თიბისის” მთავარი მიზანი და სტრატეგიაა, რომ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული.

“ვიქნებით ფიზიკურ პირებზე ორიენტირებული, შევალთ მცირე კომპანიების დაფინანსებაში, მაგრამ იმ ზომამდე, რაც მოგვცემს მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას. მაგალიითისთვის, უზბეკეთში ყველა სესხის დამტკიცება ხდება ავტომატურად და შეიძლება ითქვას ვმუშაობთ 24/7 რეჟიმში. ვაპირებთ, რომ მომავალი 12-დან 24 თვის განმავლობაში შევიდეთ მცირე სესხებში, თუმცა იქ, სადაც ყველა გადაწყვეტილება იქნება ავტომატურ რეჟიმში.“–აცხადებს, “თიბისის“ გენერალური დირექტორი.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი პროცესების მართვა ხორციელდება საქართველოდან. ბუცხრიკიძის თქმით, სტრატეგიის იდეაც ეს არის, როდესაც “თიბისი” 2025 წელს დაახლოებით 4-5 ქვეყანაში შევა, 80% ძირითადი სტრატეგიული საკითხებისა საქართველოდან იქნება მართული, ხოლო დანარჩენი 20% ადგილზე, სხვა ქვეყანაში.

დღესდღეობით, თიბისი ბანკი წარმოდგენილია 3 ქვეყანაში: საქართველო, უზბეკეთი და აზერბაიჯანი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022