ბიზნესი
20/06/2023

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ლარის გამყარება ხელს უშლის საექსპორტო მოცულობების ზრდას

ლარის გამყარება ხელს უშლის საექსპორტო მოცულობების ზრდას - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, გამყარებული ლარის გამო, ქართველ ექსპორტიორებს სხვა ქვეყნების პროდუქციასთან კონკურენციაში შესვლა უჭირთ, რაც კონკურენტულ ბაზრებზე, წამგებიანია.

„ეროვნული ვალუტის გამყარება ექსპორტისთვის წამგებიანია. ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე შედარებით უკვე ძვირია სხვა ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთის ლირა მუდმივად უფასურდება, მათი პროდუქცია იაფია უცხოური ბაზრებისთვის. ამიტომ, ჩვენ კონკურენციის პირობებში საკმაოდ ცუდი სიტუაცია გვაქვს, თუმცა, ეს ბალანსდება ფასების მეშვეობით - ჩვენს ფერმერებს უწევთ გამყარებული ლარის პირობებში შედარებით უფრო მაღალ ფასად პროდუქციის გაყიდვა, შედეგად ღია კონკურენციის პირობებში უკვე თავისი პოზიციების დაცვა“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

რაც შეეხება ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებს, „ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ ექსპორტის მოცულობების ზრდა განპირობებულია სეზონის დადგომით.

„მოგეხსენებათ, ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი სეზონურ პერიოდებს მოიცავს. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს მოცვის ექსპორტი, პომიდვრის, ახალი კარტოფილის. შემდგომში უკვე გადავდვართ ვაშლატამაზე, ატამზე და სხვა სახეობებზე. მოცულობები საკმაოდ დიდია, კარგი მოსავალია, შესაბამისად, ეს საექსოპორტო მოცულობებსა და ხარისხზეც აისახება. თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ შესაბამისი კურსი ყოფილიყო ვალუტის, გამომდინარე იქედან, რომ ლარის გამყარება ხელს უშლის საექსპორტო მოცულობების ზრდას. კონკურენციის პირობებში, ჩვენი პროდუქცია სხვა ქვეყნებთან შედარებთ ძვირია. მაგრამ, ხარისხის და მოცულობების მეშვეობით, ვფიქრობ, რომ ექსპორტის მოცულობები კიდევ გაიზრდება“ - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,362 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 2,503 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 18.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5,859 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 19.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-მაისში, 3,356 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023