ბიზნესი
19/03/2021

თუშეთში წარმოებულ ჩაი “უშაროს“ პრობლემებს იმპორტირებული პროდუქცია უქმნის

სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“  საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფელ შენაქოში 5 სახეობის მცენარეულ ჩაის, 2 სახეობის  მურაბას (ტყის ჟოლო და გირჩი) და სანელებლებს აწარმოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სეხნიაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,კომპანიის სავიზიტო ბარათი სწორედ მცენარეული ჩაია. მათ შორის: ბექთქონდარი,დეკა,თავშავა,გვირილა,პიტნა ,მოცვის ფოთოლი. რაც შეეხება სუნელებს, ამ დროისთვის კომპანია კოწახურს და ხინკლის ქონდარს  აწარმოებს.

მცენარეები თუშეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრს ზევით მოიპოვება.

პროდუქტის რეალიზებას  კომპანია ძირითადად ადგილობრივად ახდენს. მათ შორის, კომპანიის საკუთრებაშივე არსებულ 4 ადგილიან სასტუმრო „უშაროში“ და მაღაზიაში ახდენს. პროდუქცია იყიდება თბილისის რამდენიმე მაღაზიაში და ონლაინ სერვისის მეშვეობით. როგორც გიორგი სეხნიაიძე აცხადებს, “უშაროს“ ძირითადი მყიდველი უცხოელი ტურისტები იყვნენ. “უშაროს“ ჩაი 25 გრამიან შეფუთვით, ხოლო მურაბა -150 გრამიან შეფუთვაში იყიდება.

როგორც სეხნიაიძე აცხადებს,პანდემიის შედეგად, კომპანიას გაყიდვები დაახლოებით 90-95%-ით შეუმცირდა. წლის განმავლობაში კომპანია დამატებით ახალი სახეობის ჩაის დამატებას გეგმავს.

„უშაროს“ დამფუძნებელი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და იმპორტირებული პროდუქციის მიერ შექმნილ პრობლემებზეც საუბრობს.

„კონკურენცია საკმაოდ არის, არის ხალხი, კომპანიები, ვინც აწარმოებენ მცენარეულ ჩაის, ზოგიერთის ნედლეულის  მიმწოდებლებიც ვართ. პრობლემას გვიქმნის ის, რომ ხდება თითქმის ყველა სახეობის, ნედლეულის იმპორტი როგორც აზერბაიჯანიდან, ისე ეგვიპტიდან, რომელიც არის საკმაოდ დაბალი ხარისხის და შესაბამისად, დაბალფასიანი. კონკურენციის გაწევა ასეთ სიტუაციაში რთულია“-აცხადებს სეხნიაიძე.

კომპანიამ პირველი პროდუქცია 2016 წელს გამოუშვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022