ბიზნესი
28/09/2021

"წყალი მარგებელის" "ჯეო ნატურა" წლის ბოლოდან დუბაიში გაიყიდება

„წყალი მარგებელის“ პროდუქცია წლი ბოლოდან დუბაიში გაიყიდება. საქმე ეხება „ჯეო ნატურას“ ბრენდით წარმოებულ მტკნარ წყალს.

თანამშრომლობა ქართულმა მხარემ „იუნიონ ქორფორეიშენთან“ დაიწყო. პირველ ეტაპზე „წყალი მარგებელი“ სატესტო პარტიას გაგზავნის, რომელიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდება, თუმცა მომდევნო წლიდან შესაძლებელი იქნება როგორც რაოდენობების ასევე ასორტიმენტის გაზრდა.

„პროდუქციის დუბაიში შეტანაზე მუშაობა და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, 2019 წელს დავიწყეთ. საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა პროცესი. დუბაი ძალიან რთული ბაზარია ბევრი რეგულაციით და ყველა მათი მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. 2021 წლის ბოლოსთვის უკვე შევძლებთ "ჯეო ნატურას" არაგაზირებული მინერალური წყალი შევიტანოთ დუბაის ბაზრაზე. ჯერჯერობით სატესტო პარტია, თუმცა მომავალი წლიდან უკვე გაყიდვების მიხედვით დავარეგულიროთ მათთან ურთიერთობას. „იუნიონ ქორფორეიშენი“ საკმაოდ დიდი ქსელია დუბაის მასშტაბით. ბუნებრივია, როდესაც მოლაპარაკებას ვიწყებთ ახალ პარტნიორთან ვცდილობთ, მაქსიმალურად მათ მოთხოვნებს მოვერგოთ და შევთავაზოთ ბევრი ჩვენი პროდუქტი, რადგან საკმაოდ დიდია ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი. ამ ეტაპზე მხოლოდ წყლის ექსპორტი მოხდება,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი.

რაც შეეხება პანდემიურ კრიზისს კომპანიას ეპიდემიის დასაწყისში გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება ჰქონდა, თუმცა 2021 წლის ბოლოსთვის გასულ წელთან შედარებით „წყალი მარგებელი“ 20%-იან ზრდას ელის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023