ბიზნესი
01/04/2023

"ტკბილი ქვეყანა" სააღდგომო პასკებზე გაყიდვების 20%-იან ზრდას ელის

„ტკბილ ქვეყანა“ გასულ წლებთან შედარებით, სააღდგომო პასკებზე გაზრდილ მოთხოვნას ელის.
 
კომპანიის ფინანსური დირექტორი კახა ყრუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ  მიმდინარე წელს ტკბილეულის რეალიზაციის მაჩვენებელი 20%-30%-ითაა  გაზრდილი, შესაბამისად, კომპანიას  პასკებზე  გაყიდვების 20%-იან ზრდის მოლოდინი აქვს. 
 
ყრუაშვილის ინფორმაციით, წელს ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. ქსელში აქტიურად იქნება წარმოდგენილი გასული წლის საცდელი პროდუქტი - კარაქზე დამზადებული პასკები და ასევე ტრადიციულ პასკებს ქიშმიშითა და ცუკატებით დაემატება გრამაჟული არჩევანიც.
 
როგორც „ტკბილ ქვეყანაში“ აცხადებენ, წელს პასკის ფასები დაკორექტირდა. კახაბერ ყრუაშვილის თქმით, შესაფუთი მასალების გაძვირების ფონზე, პასკები დაახლოებით 3% -ით გაძვირდება. თუმცა, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შემცირებული მსყიდველთუნარიანობა რეალიზაციის მაჩვენებელზე გავენას არ მოახდენს.
 
„ქვეყანაში შემცირებული მსყიდველთუნარიანობა შესაძლოა კარაქზე დამზდებულ პასკებზე აისახოს, რომლებიც ქსელში 25 ლარიდან ზემოთ ეღირება. თუმცა, ტრადიციული პასკების გაყიდვებზე პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ეს პროდუქტი შედარებით ბიუჯეტურია. ამასთან, გაზრდილია ტკბილეულის რეალიზაციის მაჩვენებელიც “ - ამბობს კახაბერ ყრუაშვილი.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023