ბიზნესი
18/05/2021

თამუნა შარაშენიძე: კომენდანტის საათის გადაწევა სალონებში მომხმარებელთა რაოდენობას გაზრდის

კომენდანტის სათის 21:00-დან 23:00 საათამდე გადაწევა სილამაზის სალონებში მომხმარებელთა რაოდენობას გაზრდის. როგორც სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი, თამუნა შარაშენიძე ბიზნესპარტნიორთან განმარტავს, აღნიშნული სალონებს იმ მომხმარებლების მიღებაში დაეხმარება, რომლებიც სამსახურს გვიან ასრულებდნენ.

„გადაწყვეტილება საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას და რა თქმა უნდა გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. ისევე როგორც ყველასთვის ჩვენთვის პრობლემატური იყო საღამოს ჩაწერები, ვერ ვახერხებდით იმ ადამიანების მომსახურებას, რომლებიც სამსახურიდან საღამოს საათებში თავისუფლდებიან. ასევე, გაგვიადვილდება თანამშრომლების ტრანსპორირების საკითხიც, რომლებიც უკვე დამოკიდბული არიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან არ ყავთ საკუთარი ავტომობილები,“ - ამბობს თამუნა შარაშენიძე.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა. კომენდანტის საათი ძალაში 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022