ბიზნესი
03/06/2021

"სტიმულირების გარეშე რეგიონალური ჰაბის ფუნქციას დავკარგავთ" - ავტოიმპორტიორები გაკოტრების ზღვარზე

ავტოიმპორტიორების 30%-ზე მეტი საქმიანობის შეწყვეტის ზღვარზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტოიმპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, რაიმე წამახალისებელი მექანიზმის გარეშე ქვეყანა რეგიონალური ჰაბის ფუნქციას დაკარგავს.

„გავიგეთ რომ პანდემია იყო, გავიგეთ რომ სომხეთის ბაზარი დავკარგეთ მაგრამ ეს არ უნდა გახდეს გაჩერების საფუძველი. იმისათვის რომ ჰაბის ფუნქცია არ დაკარგოს ქვეყანამ, მთავრობამ იმპორტიორებმა და სავაჭრო პარტნიორებმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საკითხზე ფართომასშტაბიანი მჯელობა უნდა დავიწყოთ.

საკითხი შეიძლება დადგეს, როგორც ახალი ბაზრების მოძიების და არსებულის გაფართოვების ასევე ქართველი და უცხოელი დილერების წახალისების მიმართულებით. ასევე აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ გარკვეული შეღავათების შესახებ თუ აქვს ქვეყანას რესურსი რომ ამ რთულ პერიოდში სექტორს გადარჩენის შესაძლებლობა მისცეს. ყველაფერი ეს ტანმიმდევრული უნდა იყოს. პირველ ეტაპზე დასადგენია რომელი ბაზრები იქნებოდა ჩვენთვის პერსპექტიული გარკვეული კონტურები ცანს მაგრამ ამას შესწავლა სჭირდება. მეორე ეტაპია პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან სწორი კომუნიკაცია რათა პოტენციალის სრულად ათვისება მოხერხდეს. და ბოლოს ქართველი იმპორტიორების დახმარება რომელიც ასევე რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს. სამუშაო ბევრია თუმცა ჩვენი ასოციაცია მზად არის ყველა საჭირო ფორმატის შეხვედრაში ჩაერთოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოდ იმისთვის რომ ჰაბის ფუნქცია შევინარჩუნოთ და რამდენიმე ათეული ათასი თვითდასაქმებული შემოსავლის გარეშე არ დავტოვოთ“, - აცხადებს საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე. 

Businesspartner