ბიზნესი
11/06/2020

სპორტული კომპლექსები გაიდლაინებისა და გახსნის მოლოდინში

„გაგვიხარდა, რომ ჩვენს მიმართაც გამოიჩინეს ყურადღება, დაჩაგრულად ვგრძობდით თავს“ - აღნიშნა სნეპ ფიტნესის ქსელის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა ბიზნესპარტნიორთან.

მისი შეფასებით, სპორტული კომპლექსების წარმომადგენლების ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილთან და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაირა.

მხარეებს შორის მოსაზრებების მიმოცვლის მიზნით WhatsApp-ში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, სადაც სპორტული კომპლექსის წარმომადგენლებს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ეძლევათ. ამ ეტაპზე, სპორტული კომპლექსებისთვის გაიდლაინების შესამუშავებლად მხარეებს შორის შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. იგეგმება დამატებითი შეხვედრაც. ინდუსტრიის წარმომადგენლები ელიან, რომ მორიგ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავებული გაიდლაინები. სნეპ ფიტნესში ფიქრობენ, რომ შესაძლოა სპორტული კომპლექსების გახსნის თარიღმაც გადმოიწიოს.

„გვისმენდნენ, იწერდნენ ჩვენს რეკომენდაციებს. გვითხრეს, რომ ისინიც სწორედ ისე ხედავდნენ ფიტნეს დარბაზების გახსნას, როგორც ჩვენ. მათგან იყო ინტერესი და სურვილი, რომ ჩვენ გავიხსნათ ისე, რომ არ დავზარდალდეთ, რომ ფიტნეს ინდუსტრია არ ჩაკვდეს,“ - სოფო სოლოთაშვილი.

სნეპ ფიტნესის ქსელის დირექტორის თქმით, გარკვეული მოთხოვნები, როგორებიცაა მაგალითად გაგრილების გარეშე ვარჯიში, პირბადით ვარჯიში და საშხაპეების გაუქმება გამოიწვევდა იმას, რომ სპორტული კომპლექსები ბიზნესის ამუშავებასა და თანამშრომლების შენახვას ვერ შეძლებდნენ. თუმცა შეხვედრაზე ინდუსტრიის წარმომადენლებს განუცხადეს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ბიზნესმა მუშaობა შეძლოს და სპორტული კომპლექსების გახსნას აზრი ქონდეს. ამასთან, სოფო სოლოღაშვილის თქმით, არის გარკვეული შეზღუდვებიც, რომელთა დაკმაყოფილება თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, სპორტული კომპლექსების ინტერესებშიც არის.

„ჩვენგანაც არის მზაობა და ჩვენს ინტერესშიც არის, რომ გარკვეული შეზღუდვები იყოს, რაგან თუ ჩვენთან ერთი ადამიანი დაავადდა ეს ავტომატურად ბიზნესს შეუქმნის საფრთხეს.“ - აღნიშნა სოფო სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთის შესამუშავებელი რეკომენდაციები განიხილეს. შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე ფიტნეს დარბაზის და ღია და დახურული აუზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეკომენდაციებისთვის სამუშაო პლატფორმის შექმნაზე შეთანხმდენ.

Businesspartner