ბიზნესი
09/02/2021

სნეპ ფიტნესი: ინტენსიური ვარჯიშების დროს პირბადის გამოყენება არ განიხილება

„დავინახეთ, რომ გახსნისთვის მზაობა არსებობს,“ - ასე აფასებს ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლების სამთავრობო გუნდთან შეხვედრას „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი.

როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი, სპორტ დარბაზებისთვის ძალაში რჩება ის რეგულაციები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთის უკვე არის შემუშავებული. ამასთან, ფიტნეს დარბაზებს დაემატათ თანამშრომელთა კოვიდ ტესტირების ვალდებულება.

სოფო სოლოღაშვილის ინფორმაციით, ფიტნეს დარბაზებს მოუწევთ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20%-30%-ის ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება.

როგორც „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, სახელმწიფოს სექტორისთვის პროტოკოლის გამკაცრება სურს, რაც მოვარჯიშეებისთვის გარკვეულ ზონებში პირბადის ტარების ვალდებულებას გულისხმობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირბადის ტარების წესის გამკაცრება ინტენსიურ ვარჯიშების შემთხვევაში არც განიხილება.

„ახლა ჩვენგან ელოდებიან იმ ვარჯიშების ჩამონათვალს თუ რომელია ინტენსიური და რომელი ნაკლებად ინტენსიური. ელიან სამუშაო ფაილს, ჩვენს ოფერს. შემდგომ ისინი განიხილავენ ჩვენს ვერსიას და დაგვიბრუნდებიან. ეს მოხდება დღეს ან ხვალ,“ - ამბობს სოფო სოლოღაშვილი.

ცნობისთვის, ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძეს და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძეს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვასილ ლიპარტელიანი სპორტის სამინისტროდან დ ავით წერეთელი ეპიდემიოლოგიური სამსახურიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022