ბიზნესი
26/01/2021

შოთა ბურჯანაძე: საქართველოს ლოქდაუნის ფუფუნება არ აქვს

რესტორატორთა ასოციაცია რეგულაციების დაცვით საქმიანობის განახლებას ითხოვს. რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში რესტორნების უმრავლესობა უკვე დახურულია. 10 000-მდე კვების ობიექტიდან კი დღეს მხოლოდ 10% ფუნქციონირებს.

ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ სფერო დროულად არ გაიხსნება, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, კვების ობიექტების 99% საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.

შოთა ბურჯანაძის განცხადებით, გაერთიანებული ბიზნეს სექტორი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენას, საკურორტო ზონების სრულყოფილ გახსნას და რესტორნების ფუნქციონირების აღდგენას ითხოვს, რასაც სახელმწიფოს ჩართულობა და ადმინისტრირება სჭირდება.

„ჩვენი მოთხვნა არის, რომ დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში სახლებში კი არ დაგვსვან, არამედ გვასწალონ ამ მდგომარეობაში როგორ ვიფუნქციონიროთ,“ - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

 

 

ფოტო: dw.com

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022