ბიზნესი
22/06/2020
საზკვების 46 ობიექტიდან 11-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, 22 კი დაჯარიმდა
ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიქტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლის რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს ააქტიურებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იმერეთის რაიონში, სახელმწიფო კონტროლი ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში განხორციელდა. მათგან 11 ბიზნესოპერატორთან კრიტიკული შეოუსაბამობა გამოვლინდა, რის საფუძველზეც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სხვადასხვა დარღვევისთვის კი 22 ობიექტი დაჯარიმდა.
სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზეც გასცემენ რეკომენდაციებს.